ტიაგო: "მომბეზრდა მესისა და რონალდუს შედარება"

ტიაგო: "მომბეზრდა მესისა და რონალდუს შედარება"

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ორივე შემთხვევაში საუბარი დიდებულ ფეხბურთელზეა.

"მესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან თავისი გამოსვლით, ეს სპორტი ახალ საფეხურზე აიყვანა, რომელიც ბევრისთვის მიუწვდომელია.

მომბეზრდა მესისა და რონალდუს შედარება. ეს კარგი ტენდენცია არ არის. კრიშტიანუც ნამდვილი მხეცია." - განაცხადა ალკანტარამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.