დენის სუარესის კომენტარი მატჩის წინ

  • 6-11-2016, 13:59
  • დენის სუარესის კომენტარი მატჩის წინ

    დღეს, პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურში "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება. "ბლაუგრანას" ნახევარმცველი, დენის სუარესი, რომელმაც ანდალუსიურ კლუბში არენდის წესით 1 წელი გაატარა, მიიჩნევს, რომ "რამონ სანჩეს პისხუანზე" გამარჯვების მოპოვება ძალიან რთულია.

    ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, "ბარსელონამ" "სევილიას" "პისხუანზე" ერთხელ უკვე მოუგო, მაგრამ გასული 2 სეზონის განმავლობაში, პრიმერა დივიზიონში კატალონიელებმა ანდალუსიელთა საშინაო არენაზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. (წაგება 1:2, ფრე 2:2).

    "რამონ სანჩეს პისხუანი" ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სტადიონია, რადგან მასპინძელი კლუბი ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა დივიზიონში აქ არ დამარცხებულა.

    "სევილიაში" გატარებული წელი იყო ჩემი პირველი სეზონი ტოპ-ფეხბურთში.

    რამდენიმე თანაგუნდელი, დირექტორი და ფიზიოთერაპერტი, რომელიც ჩემი "სევილიაში" ყოფნის დროს კლუბის ღირსებას იცავდა, ახლაც ანდალუსელთა რიგებში ირიცხება, შესაბამისად "პისხუანზე" დაბრუნება განსაკუთრებული იქნება.

    "სევილია" შეიცვალა. სამპაოლისა და უნაი ემერის გუნდები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, ისინი საწყისი წუთების განმავლობაში ინტენსიურ პრესინგს მიმართავდნენ. ახლა გუნდი უფრო მომზადებულია.

    ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ბურთის კონტროლი. "ბარსელონა" არის კლუბი, სადაც ყოველთვის მინდოდა მეთამაშა. ვიმედოვნებ, რომ აქ კიდევ დიდი ხნით დავრჩები." - განაცხადა დენისმა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    სერხი რობერტო
    სერხი რობერტო სტუმარი [?]

    6 ნოემბერი 2016 19:49

    რაღაც ეს ბიჭი არ მომწონს მოუმატოს ჯობია

    0
    პუდინგო
    პუდინგო სტუმარი [?]

    6 ნოემბერი 2016 18:17

    ჯერ-ჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავის სიტყვას იტყვის ეს ბიჭი...
    იმედია დღეს ინიესტას პოზიციაზე იქნება, შეტევის გამწვავება ბევრად უფრო კარგად გამოსდის ვიდრე თამაშის დაბალანსება :)

    0
    Mesi me10
    Mesi me10 სტუმარი [?]

    6 ნოემბერი 2016 16:22

    1-2 iqneba sabolo angarishi

    1-2 iqneba dgevandeli matchis angarishi

    ციტატა: Mesi me10
    1-2 iqneba sabolo angarishi

    1-2 iqneba dgevandeli matchis angarishi

    0
    Leo messi 2016-17
    Leo messi 2016-17 სტუმარი [?]

    6 ნოემბერი 2016 15:19

    დენისმა უნდა მოუმატოს

    Da albat moumtebs

    0
    Balu_cule
    Balu_cule სტუმარი [?]

    6 ნოემბერი 2016 14:24

    Dges ramdeni piqrobs da ocnebobs da imedi aqvt rom barcelona caagebs, midit lomebo chau. Jvit ocnebebshi yvela magnair meocnebes

    0
    Gsgdgdvfvxbx
    Gsgdgdvfvxbx სტუმარი [?]

    6 ნოემბერი 2016 14:21

    Moumate torem ar gagachereben didxans

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV