"ბარსელონამ" 56.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა

"ბარსელონამ" 56.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა

2015/16 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილე გუნდებმა, ნაჩვენები შედეგებისთვის (ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული გამარჯვება, ფრე, ახალ სტადიაზე გადასვლა) ფიქსირებული თანხა მიიღეს. ამ ინფორმაციას უეფას ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გამომუშავებული თანხის რაოდენობაზე გავლენა სატელევიზიო ბაზრის მასშტაბმაც იქონია.

ყველაზე დიდი თანხა "სიტიმ" გამოიმუშავა (83.9 მილიონი ევრო). გასული გათამაშების გამარჯვებულმა "რეალმა" კი - 80.1.

"ბარსელონას" 56.5 მილიონი ევრო ერგო. კატალონიური კლუბი "ბაიერნს", "რომას", "ჩელსის", "პარი სენ-ჟერმენსა" და "იუვენტუსს" ჩამორჩება. საერთო ჯამში თანხა 1.345 მილიარდს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.