ტერ შტეგენი: "ინიესტა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე რთული იქნება"

ტერ შტეგენი: "ინიესტა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე რთული იქნება"

"ბარსელონას" გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ინიესტა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ამიტომაც მისი ტრავმა ჩვენზე ძლიერად იმოქმედებს. ის ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის.

ყოველთვის რთულია "მესტალიაზე" თამაში. როდესაც ანგარიში არის 1:0, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. "ვალენსიამ" ორი გოლის გატანა შეძლო, რომლებსაც ჩვენ არ ველოდით.

შესვენების შემდეგ ჩვენ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ და მეტოქემ გაგვაკვირვა, მაგრამ ჯამში მაინც გავიმარჯვეთ.

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ." - თქვა ტერ შტეგენმა.

ასევე "ბარსელონას" გოლკიპერს სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ შეეკითხეს, თუმცა გერმანელმა ფეხბურთელმა ამ თემის განხილვაზე უარი თქვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #2 23 ოქტომბერი 2016 10:31
    0
    ტერ შტეგენი მაგარია ნელ ნელა უფრო და უფრო კარგად თამაშობს
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #1 23 ოქტომბერი 2016 02:44
    0
    ციტატა: Messiah
    მესიზე ნაკლები როლი არ შეაქვს გუნდის წარმატებაში
    amaze davac ar girs, chemtvis iniesta geniaa , sauketeso fexburteli ronaldinhosa da mesis shemdeg.. mara ini mesize metad mevaseba <3