"ატლეტიკოც" და "ატლეტიკიც" დამარცხებულია!

"ატლეტიკოც" და "ატლეტიკიც" დამარცხებულია!

წელს, სეზონის 5 თამაშიდან "ბარსას" 2 ურთულესი გასვლითი მატჩის ჩატარება მოუწია. ბლაუგრანამ გასვლითი შეხვედრები "ვისენტე კალდერონზე" და "სან მამესზე" ჩაატარა, სადაც შესაბამისად "ატლეტიკო მადრიდსა" და "ბილბაო ატლეტიკს" დაუპირისპირდნენ. "ბარსამ" ორივე მატჩში გამარჯვების მოიპოვება შეძლო!

გასულ სეზონში კატალონიელებმა "ვისენტე კალდერონზე" ანგარიშით, 2:1 წააგეს, ხოლო "სან მამესზე" მხოლოდ ფრეს დაჯერდნენ, ანუ მათ ამ ორი გასვლითი შეხვედრის შედეგად 5 ქულის დაკარგვა მოახერხეს, როდესაც ამ სეზონში 6 ქულის მოპოვება შეძლეს.

ისტორიულად ეს სტადიონები "ბარსასთვის" ძალიან რთულია, მაგრამ პეპ გუარდიოლას შეგირდებმა შეძლეს და ორივე მატჩში წარმატებას მიაღწიეს. "ვისენტე კალდერონზე" 1:2–ის შემდეგ კატალონიელები ბასკებს, "სან მამესზე" ესტუმრნენ, სადაც მათ ადგილობრივ "ატლეტიკს" ანგარიშით, 1:3 ძლიეს.

ჩვეულებრივ "ბარსა" ამ ორ გუნდს სეზონის დასაწყისში არ ხვდება ხოლმე, მაგრამ ეს წელი ერთ–ერთი გამონაკლისი აღმოჩნდა. ბოლოს, პირველ ტურებში "ბარსა" ამ ორ გუნდს 2003/04 წელს, ფრანკ რაიკაარდის დროს შეხვდა.

ისტორიას, რომ გადავხედოთ ვნახავთ, რომ ამ ორი გუნდისთვის ერთ სეზონში "ბარსას" გასვლითი შეხვედრები შემდეგ წლებში მოუგია: 2006/07, 1999/2000, 1983/84, 1934/35.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.