ხერარდ პიკე და ჟორდი ალბა რამდენიმე კვირას გამოტოვებენ

"სითის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება ძვირად დაუჯდა კატალონიურ კლუბს. მატჩის მიმდინარეობისას ლუის ენრიკეს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია, ტრავმების გამო მან ჟორდი ალბა და ხერარდ პიკე შეცვალა. ალბას ნაცვლად შეხვერდის მეცხრე წუთზე მოედანზე ლუკას დინი გამოვიდა, ესპანელი ცენტრალური მცველი კი 39-ე წუთზე ჟერემი მატიემ ჩაანაცვლა.
დღეს ესპანელ ფეხბურთელებს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ხერარდ პიკე დაახლოებით სამი კვირის, ხოლო ჟორდი ალბა ორი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]