რონალდინიო "ბარსელონაში" დაბრუნდა

9 წლის შემდეგ, ლეგენდარული რონალდინიო გაუჩო "ბარსელონაში" დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად არა როგორც ფეხბურთელი, არამედ კლუბის ელჩი.
მშვიდობისთვის ჩატარებული მატჩის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ესპანეთში ჩაფრინდა, სადაც "ბარსელონას" რამდენიმე ოფისში იქნა შემჩნეული. რონალდინიო და ხოსეპ მარია ბართომეუ განიხილავდნენ იმ როლს, რაც გაუჩოს "ბლაუგრანაში" ექნება.
ლეგენდარული ფეხბურთელი იქნება კლუბის ელჩი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რონალდინიო "ბარსელონას" ოფისში წარადგინეს (ნიუ-იორკი). მან პირველი სამუშაო დღე ჩაატარა.
რონალდინიო "ბარსელონას" ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა (2) მოიგო. მას კარიერის დასრულების ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, არც ერთი გუნდის რიგებში არ გამოსულა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]