სტოიჩკოვმა გვარდიოლასა და კუმანზე ისაუბრა

სტოიჩკოვმა გვარდიოლასა და კუმანზე ისაუბრა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა განაცხადა, რომ ხოსეპ გვარდიოლასა და რონალდ კუმანის სამწვრთნელო პოტენციალი დიდი ხნის წინ დაინახა.

"ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ მშვენიერ დღეს პეპი და რონალდი მწვრთნელები გახდებოდნენ და წარმატებას მიაღწევდნენ. როგორც ფეხბურთელებს, მათ ყოველთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა უნდოდათ და სავსებით რეალურია, რომ იგივე სურვილები ამოძრავებთ სამწვრთნელო კარიერაშიც.

პეპი "ბარსელონაში" დღითი დღე უფრო ვითარდებოდა. უყვარდა თანაგუნდელებთან საუბარი. მოსწონდა თავისუფალი სივრცეების წარმოქმნა და ბურთის ფლობა. ძალიან ბევრ დეტალზე ამახვილებდა ყურადღებას." - ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს The Telegraph.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2016 15:10
    0
    გვარდიოლა კუმანს მირჩევნია