ტერ შტეგენისთვის დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია

ტერ შტეგენისთვის დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია

კატალონიის "ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "სელტას" წინააღმდეგ დაშვებული შეცდომების დავიწყებას ცდილობს. მან მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ორჯერ შეინახა კარი მშრალად, შესაბამისად დღევანდელი მატჩი "დეპორტივოსთან", "ბლაუგრანას" კიპერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თავდაპირველად მან "ბალაიდოსზე" ბუსკეტსს გაუკეთა არაზუსტი გადაცემა და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, მატჩის მიწურულს კი თავად ჩააბარა ბურთი მეტოქეს და მე-4 გოლი გაუშვა. ამან ტერ შტეგენი კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია.

გერმანელმა კიპერმა უარყოფითი შედეგი საკუთარ თავზე აიღო. დაშვებული შეცდომები, მას სასურველზე დიდი ხნით დაამახსოვრდა.

მიუხედავად დაშვებული შეცდომების სერიოზულობისა, თანაგუნდელებმა ტერ შტეგენს მხარი დაუჭირეს. ყველა ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა მარკ-ანდრე გუნდისთვის და რამდენად დიდ როლს თამაშობს "ბლაუგრანას" სათამაშო ფილოსიფოაში.

"დეპორტივოსთან" მატჩის შემდეგ, "ბარსელონა" "სიტის" დაუპირისპირდება. ტერ შტეგენმა დღეს კარი მშრალად უნდა შეინახოს, რომ გაცილებით სერიოზულ მეტოქეს კარგი განწყობით დახვდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcamaria
    სტუმარი [?]
    #6 15 ოქტომბერი 2016 15:42
    0
    ციტატა: S.UMTITI
    შტეგენი კარგი მეკარეა, შეცდომები ვის არ დაუშვია - მთავარია ეს შეცდომები გამოსწორდეს ამისთვის ძალიან დიდი დრო აქვს მას. კარგია მხარდაჭერა და თანადგომა ეს ფეხბურთელისათვის დიდ როლს თამაშობს და ამიტომ მიყვარს და ვაფასებ ამ გუნდს! წარმატებეი დღევანდელ შეხვედრაში! bowtie

    მხარდაჭერა მართლა კარგიაა, კარგია რომ გვერდით უდგანან ერთმანეთს მაგრამ თუ ასე გააგრძელა არასტაბილურად ..მაშინ პაკაა ფაშისტოო stuck_out_tongue_closed_eyes ისე ვფიქრობ ობლაკი დახატავდა ბარსას მომწონს ძალიან
    S.UMTITI
    სტუმარი [?]
    #5 15 ოქტომბერი 2016 15:37
    0
    შტეგენი კარგი მეკარეა, შეცდომები ვის არ დაუშვია - მთავარია ეს შეცდომები გამოსწორდეს ამისთვის ძალიან დიდი დრო აქვს მას. კარგია მხარდაჭერა და თანადგომა ეს ფეხბურთელისათვის დიდ როლს თამაშობს და ამიტომ მიყვარს და ვაფასებ ამ გუნდს! წარმატებეი დღევანდელ შეხვედრაში! bowtie
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #4 15 ოქტომბერი 2016 15:17
    0
    დეპორი რთUლი მეტოქეა და იმედია შეცდომებს არ დაუშვებს
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #3 15 ოქტომბერი 2016 14:57
    0
    იმედია არ გაუშვებს დღეს
    gio-barcelona
    სტუმარი [?]
    #2 15 ოქტომბერი 2016 14:34
    0
    getanxmebi ragac mec bolo dros imedi gamicrua aman to
    სერხი რობერტო
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2016 14:33
    0
    მაინც არ ვენდობი რავი ამას მაშინაც ჯობია