არგენტინა ლეოსთან ერთად და მის გარეშე

არგენტინა ლეოსთან ერთად და მის გარეშე

ბოლო დროს არგენტინის ნაკრების მიერ ნაჩვენებმა შედეგმა ცხადყო, თუ რამდენს ნიშნავს ლიონელ მესი ეროვნული გუნდისთვის. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ალბისელესტეს" მიერ ლეოსთან და მის გარეშე ნაჩვენები შედეგები მრავლისმეტყველია.

მესიმ, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში, 10 შეხვედრიდან მონაწილეობა მხოლოდ სამში მიიღო და მისმა გუნდმა სამივე ეს თამაში მოიგო. დანარჩენი 7 მატჩიდან კი არგენტინელებმა მხოლოდ 1 მოიგეს, ხოლო 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს. მესისთან ერთად "ალბისელესტეს" მოგების მაჩვენებელი 100% არის, მის გარეშე კი - მხოლოდ 14%. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო სამ მატჩში ნაჩვენები შედეგი - ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ პერუსთან, ვენესუელასთან და პარაგვაისთან ბაუსას გუნდმა მხოლოდ 2 ქულა აიღო.

მესიმ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. შედეგი სავალალო იყო: მარცხი ეკვადორთან, ფრე პარაგვაისთან და ბრაზილიასთან და მხოლოდ ერთი მოგება კოლუმბიასთან.

მესის დაბრუნებას ჩილეს სტუმრად დამარცხება და ბოლივიასთან 3 ქულის აღება მოჰყვა. შემდეგ ტატა მარტინო ედგარდო ბაუსამ შეცვალა, რომლის სადებიუტი მატჩში არგენტინამ, მესის გოლით, ურუგვაი 1:0 დაამარხა. შემდეგ კი, კვლავ ტრავმა და არგენტინის მოუგებელი სერია დაიწყო.

არგენტინა მესისთან ერთად: 9 ქულა 9 შესაძლებლიდან.

არგენტინა მესის გარეშე: 7 ქულა 21 შესაძლებლიდან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Kato
    სტუმარი [?]
    #4 13 ოქტომბერი 2016 21:59
    0
    Gamixarda argentinis cageba mesis gareshe. Gulshematkivrebi chasafrebuli elodebodnen mesi gamovidoda tu ara tramvirebuli alavestan. . . mat sisxlshi akvt gamjdari ymaduroba
    Culé [?]
    #3 13 ოქტომბერი 2016 13:10
    0
    მიჩვეული არიან მესის ცენტრს. ცენტრი მესის უკავია და ანაწილებს თამაშს. ბარსაშიც ეჩვევიან უკვე ამას და არ მომწონს ეს.. სუარეს რო იმდნეი გოლი გქვს მესი რო მოტეხავს ერთი პასით იმდენ კაცს მაგიტო თორე ამის გარეშე უჭირს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2016 12:03
    0
    მესის გარეშე ტრაწიანების ხროვაა და მეტი არაფერი
    Culé [?]
    #1 13 ოქტომბერი 2016 11:53
    0
    ეხლა მაინც დააფასონ
    --------------------
    ვალველდე შენი დდშვც!!