"ბარსა" ინიესტას კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში დარჩენას შესთავაზებს

  • 13-10-2016, 11:08
  • "ბარსა" ინიესტას კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში დარჩენას შესთავაზებს

    კატალონიის "ბარსელონა" აპირებს გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი და ლეგენდა ანდრეს ინიესტა კლუბში საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც დაიტოვოს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა", ინიესტას მიერ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, კლუბის ელჩობას, ბავშვების მწვრთნელობას ან პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტობას შესთავაზებს.

    ინიესტას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ის 34 წლის იქნება.

    გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებებს მიმდინარე სეზონში გამართავენ და ინიესტა გადაწყვეტს, რა ურჩევნია მას - თამაშის გაგრძელება, თუ კარიერის დასრულება და კლუბში მუშაობის სხვა როლში დაწყება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Alex)
    Alex) სტუმარი [?]

    13 ოქტომბერი 2016 22:32

    კიდევ უნდა ითამაშოს ამან 4-5 წელი მაინც იქნებ ვინმე გამოჩნეს ამის შემცვლელათ ინიესტა და მესი მთლიან ბარსაშ ეს ორი ათამაშებს :/

    0
    გასულია
    Ioioio Culé [?]

    13 ოქტომბერი 2016 11:19

    გაუხანგრძლივონ კონტრაქტი, რადროს ამის კარიერის დასრულებაზეა ლაპარაკი. 36 წლმადე ისევ ითამაშებს მაღალ დონეზე და ამის მერე იფიქრონ დაასრულებს თუარა. 34 წლის კაცს რომ კარიერის დასრულებას შესთავაზებ მაშინ ხარ ჩამოსახრჩობი, თან ინიესტსას

    0
    --------------------
    "ახლა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარ. თუ "ბარსელონას" დასჭირდა, რომ მოედანზე მხოლოდ 1 წუთი ვითამაშო, მე ამას გავაკეთებ. მინდა კარიერა აქ დავასრულო"-არდა თურანი
    BCN_CHAMPION
    BCN_CHAMPION სტუმარი [?]

    13 ოქტომბერი 2016 11:17

    რათქმაუნდა თამაში, 34 წელი არ არის ისეთი ასაკი რომ კიდე 2 წელი ვერ ითამაშოს

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV