ვინ მოიგებს სამორას პრიზს?

ვინ მოიგებს სამორას პრიზს?

მიდმინარე სეზონი მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, "ბარსელონას" შემადგენლობაში. კლაუდიო ბრავოს წასვლის შემდეგ გერმანელი, "ბლაუგრანას" კარს, როგორც ქვეყნის ჩემპიონატში ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც დაიცავს.

ტერ შტეგენმა "ბარსელონას" რიგებში, საკლუბო დონეზე შესაძლო ყველა ტიტული მოიგო, მაგრამ მას მაინც აქვს ამბიციები. მარკ-ანდრეს სურს, რომ გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი, მაგრამ სანამ მანუელ ნოიერი კარში დგას "ბლაუგრანას" კიპერი ალბათ სათადარიგო ვარიანტი იქნება.

ესპანეთის ჩემპიონატში მეკარეები ამორას ტიტულისთვის იბრძვიან. ჯერ-ჯერობით იან ობლაკი უპირობო ლიდერია, რომელმაც 7 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

ტერ შტეგენმა 7 ტურის შემდეგ კარი მშრალად მხოლოდ 1-ჯერ შეინახა. მხოლოდ "სელტასთან" მან 4 გოლი გაუშვა.

"ატლეტიკოს" სლოვენიელი მეკარე ძალიან სტაბილური და ფიზიკურად მომზადებულია. რაც მთავარია მადრიდელთა დაცვის ხაზი "ბარსელონაზე" უკეთესია, ასე რომ ტერ შტეგენს გაუჭირდება ზამორას ტიტულის მოპოვება.

იმ მეკარეთა სია, რომლებმაც ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვეს:

1. იან ობლაკი ("ატლეტიკო") - 2

2. სერხიო ასენხო ("ვილიარეალი") - 4

3. რიესხო ("ეიბარი") - 5

4. დიეგო ლოპესი ("ესპანიოლი") - 6

5-5. სერხიო რიკო ("სევილია") / ტერ შტეგენი ("ბარსა") - 6

იმ მეკარეთა სია, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ შეინახეს კარი მშრალად:

1. იან ობლაკი ("ატლეტიკო") - 5

2. ასენხო ("ვილიარეალი") - 3

3. სერანტესი ("ლეგანესი") - 

4. სერხიო რიკო ("სევილია") - 2

5. ტერ შტეგენი ("ბარსელონა") - 2

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 10 ოქტომბერი 2016 22:42
    0
    მიდი ტერ შტეგენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ოქტომბერი 2016 21:59
    0
    ჩემი აზრით პრიმერაში ობლაკს ვერცერთი მეკარე გაუწევს კონკურენციას, მიუხედავათ შეტეგენისადმი პატივისცემისა, ფაქტია რომ ობლაკი უფრო სტაბილური მეკარეა, და მისი სტაბილურობის ხელის შემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი რა თქმა უნდა ატლეტიკოს დაცვის და ნახევარდაცვის კარგი თამაშიც არის.
    misho-gogsi
    სტუმარი [?]
    #1 10 ოქტომბერი 2016 20:20
    0
    ბოლბაოსთან და სპორტინგთან ვინ შეინახა კარი მშრალად,ობლაკი უკონკურენტოა