”ბილბაო” -”ბარსელონა”. მატჩის განაცხადი

  • 24-09-2010, 20:50
  • ”ბილბაო” -”ბარსელონა”. მატჩის განაცხადი
    ტიაგო ალკანტარა განაცხადშია. მესი და აბიდალი განაცხადს მიღმა დარჩნენ.
    ტიაგო, რომელიც ”ბარსა ატლეტიკში” ასპარეზობს, მოხვდა ”ბარსელონას” განაცხადში ბილბაოს ”ატლეტიკის” წონააღმდეგ მატჩში. შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 19 სექტემბერს ტრავმირებული ლეო მესი და ერიკ აბიდალი, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ბაბუა გარდაეცვალა. პარსაკევს, დილით, ხოსეპ გვარდიოლამ ჩაატარა სრულფასოვანი ვარჯიში. ხუთშაბათის ვარჯიშზე მხოლოდ ის ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ, რომლებმაც ”სპორტინგთან” ითამაშეს.

    18 ფეხბურთელი მოედანზე
    იმ დროს, როდესაც ლეო მესი განცალკევებით ვარჯიშობდა, დანარჩენი 18 ფეხბურთელი ემზადებოდა ხვალინდელი მატჩისთვის. სავარჯიშო მოედანზე იმყოფებოდა პირველი გუნდის 17 ფეხბურთელი და ტიაგო ალკანტარა.

    ბილბაოშო გამგზავრების გეგმა
    კატალონიელები ბილბაოში მატჩის დღეს ჩავლენ. 10 საათზე გუნდი ავტობუსით აეროპორტში გაემგზავრება. 11 საათზე თვითმფრინავი ბილბაოსკენ დაიძრება და 12 საათზე ადგილზე იქნება, საიდანაც ფეხბურთელები სასტუმროში წავლენ და იქ იქნებიან მატჩის დაწყებამდე.

    მატჩის განაცხადი
    ვალდესი, პინტო, ალვეში, ადრიანო, მაქსველი, პიკე, პუიოლი, მილიტო, მასკერანო, ბუსკეტსი, ხავი ინიესტა, კეიტა, ტიაგო, ბოიანი, ხეფრენი, პედრო და ვილია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV