ბაუსა: "მესი ტრავმის გამო ნერვიულობს"

ბაუსა: "მესი ტრავმის გამო ნერვიულობს"

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედგარდო ბაუსა იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი დაზიანების გამო ნერვიულობს.

"მესი ტრავმის გამო ნერვიულობს. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ის და ამიტომ გაერთიანებული ძალებით უნდა დავეხმაროთ." - განაცხადა ბაუსამ.

ლიონელ მესიმ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. დიაგნოზის თანახმად მას მუხლი აქვს დაზიანებული. არგენტინელი თავდამსხმელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. სავარაუდოდ, 15 ოტომბერს "დეპორტივოსთან" გასამართ შეხვედრაში მოედანზე დაახლოებით 30 წუთს დაჰყოფს.

ადრე ბაუსამ "ბარსელონა" დაადანაშაულა იმაში, რომ გუნდი მესის ჯანმრთელობაზე სათანადოდ არ ზრუნავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ronaldinho2006
    სტუმარი [?]
    #1 4 ოქტომბერი 2016 21:05
    0
    შარშან ისეთ პონტში აგვისტო-სექტემბერში კაი ფორმაში არ ყოფილა და ტრავმაც დიდად არ დაეტყო გუნდს, მარა წელს იმენა ეგრევე რო მიცხოგოლები და ამბები, ხვდები რო ნახევარი გუნდია რა. ვაფშე სხვა დონეა ეს კაცი და იმედია აღარ შეაწუხებს კუნთები მეტი.