17 წელი პუიოლის დებიუტიდან

17 წელი პუიოლის დებიუტიდან

ზუსტად 17 წლის წინ, 1999 წლის 2 ოქტომბერს, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მატჩში შედგა კარლეს პუიოლის დებიუტი "ბარსელონას" ძირითად გუნდში.

მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი და მცველი, ვისთვის კი უბრალოდ ღირსების ეტალონი, კარლეს პუიოლი 1978 წლის 13 აპრილს, პობლა დე სეგურიში დაიბადა. შემდგომში "ბარსელონას" კაპიტანმა და უდაოდ ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, კარიერა ასევე ლა პობლა სეგურის მოკრძალებულ გუნდში დაიწყო, სადაც 1993-1995 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც, 17 წლის ასაკში "ბარსელონას" მიაშურა.

ადამიანი, ვინც პუიოლს საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა, მწვრთნელი, რომელმაც პირველად მისცა ახალგაზრდა ესპანელს შანსი, ლუის ვან გაალი იყო. 1999 წელს, 2 ოქტომბერს, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჰოლანდიელმა მწვრთნელმა პუიოლი მის იმჟამინდელ პოზიციაზე, მარჯვენა მცველად ათამაშა, თუმცა მალე, თავდაუზოგავი ვარჯიშისა და შრომის შემდეგ კარლესმა დაცვის ცენტრშიც მოიპოვა ადგილი.

მალე პუიოლმა ლიდერის თვისებებიც გამოავლინა. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუწოდებდა გუნდს ღირსეული თამაშისკენ, ადამიანი, რომელიც ყოველთვის გუნდის მთავარი მამოტივირებელი ძალა იყო, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებდა, "ბარსას" მესამე კაპიტნად 2003/2004 წლების სეზონში აირჩიეს. იმ სეზონში, "ბარსელონამ" საოცარი "ქამბექი" მოახერხა, პირველი წრის შემდეგ "ლა ლიგაში" "რეალთან" 18 ქულას აგებდა, თუმცა საბოლოოდ მადრიდელებს 2 ქულით გაასწრო. იმ სეზონში პუიოლმა ჯამში 34 შეხვედრა ჩაატარა კატალონიელთა მაისურით.

მიუხედავად ამისა, "ბარსას” კაპიტანს პირველი ტიტულის მოსაპოვებლად 2004–05 წლების სეზონამდე მოუწია ლოდინი. იმ წელს ფრანკ რაიკაარდის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა მომდევნო სეზონი, როდესაც პუიოლმა თავს ზემოთ ესპანეთის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასის გარდა, ჩემპიონთა თასიც აღმართა. მთელი იმ სეზონის განმვლობაში, პუიოლმა მხოლოდ ხუთი შეხვედრა გამოტოვა. სამ შემთხვევაში კაპიტანი მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა მოედანს გარეთ, ორჯერ კი იგი დისკვალიფიცირებული იყო.

2006–07 წლების სეზონში პუიოლმა ლა ლიგის 38 ტურში 35 შეხვედრა ჩაატარა და სამწუხაროდ, ამავე  სეზონის ბოლოს კარიერაში ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო. 2007 წლის 20 ივნისს, პრეტორიაში გამართული ამხანაგური შეხვედრის დროს, ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა და 29 სექტემბრამდე მოუწია უქმობა. მიუხედავად იმისა, რომ პუიოლმა 2007–08 წლების სეზონის დასაწყისი გამოტოვა, ესპანეთის ჩემპიონატში მან 30 შეხვედრის ჩატარება მაინც მოახერხა.

"ბარსელონასთვის” და პუიოლისთვის განსაკუთრებული გამოდგა 2008–09 წლების სეზონი, როდესაც გუნდმა აბსოლუტურად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა პეპ გვარდიოლა კაპიტანს უმეტესად დაცვის ცენტრში აყენებდა ხოლმე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პუიოლმა საკუთარ საწყის პოზიციაზე გაატარა, ესპანეთის თასის ფინალი კი მარცხენა ფლანგზე. მალე პუიოლმა შეტევაში თავისი პროდუქტიულობაც დაამტკიცა და 2009 წლის 2 მაისს, "სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე "რეალს” მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა. სეზონის ბოლოს რომში გამართული ფინალის შემდეგ კი გახდა კლუბის ისტორიაში ერთადერთი კაპიტანი, რომელმაც ჩემპიონთა თასი თავს ზემოთ ორჯერ აღმართა.

კარლეს პუიოლი ესპანეთის ნაკრების უცვლელი წევრიც იყო. "ფურია როხას” შემადგენლობაში მან 2002-2010 წლებში პუიოლმა ყველა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, მათგან კი ევრო 2008 და 2010 წლის მუნდიალი მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში, ესპანელი მცველის წვლილი ძალიან დიდია, რამეთუ გუნდი ფინალში მან გაიყვანა. ძალიან დაძაბულ შეხვედრაში, ესპანელებმა გერმანელებს სწორედ მისი თავურით მოუგეს.

პუიოლი ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის თავს არასდროს ზოგავდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ არ არსებობს გულშემატკივარი, რომელსაც იგი არ უყვარდეს. თავისი თვისებებით მიაღწია იმას, რომ იმ იშვიათი ფეხბურთელების რიცხვში შედის, რომლებმაც ყველა გუნდის ფანებში დაიმსახურეს პატივისცემა. და მიაღწია იმას, რომ დღეს მისი გუნდური მიღწევები ასე გამოიყურება:

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13

ესპანეთის თასი – 2008/09, 2011/12

ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11, 2011-12, 2013-14

ჩემპიონთა ლიგა – 2005/06, 2008/09, 2010/11

ევროპის სუპერთასი – 2009/10, 2011/12

მსოფლიო ჩემპიონატი – 2009/10, 2011/12

 

ესპანეთის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონი - 2010

ევროპის ჩემპიონი – 2008

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი – 2000

 

დასასრულს კი,  ვიდეო, რომელშიც ვფიქრობ ყველაზე კარგად არის ასახული პუიოლი ორივე ასპექტში, როგორც საუკეთესო მცველი, და როგორც საუკეთესო ადამიანი.

[media=https://www.youtube.com/watch?v=Yo8d7nGoQjo]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ilia qardava
    სტუმარი [?]
    #8 2 ოქტომბერი 2016 21:16
    0
    პუიოლი არის ნამდვილი ლეგენდა დიდზე დიდი ადამიანი და ფეხბურთელი ის ბარსელონასთვის წაუშლელი პიროვნებაა!!!!!
    ikaifa
    სტუმარი [?]
    #7 2 ოქტომბერი 2016 20:03
    0
    https://www.youtube.com/watch?v=jarP8oVA_7c
    ყველაზე მაგარი ვიდეო პუიოლზე
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #6 2 ოქტომბერი 2016 19:30
    0
    ნამდვილი ლეგენდაა heart_eyes
    Mebebiailikodailarioni
    სტუმარი [?]
    #5 2 ოქტომბერი 2016 17:54
    0
    pauoli barsas legenda masze arapers ar vambob radgan is barsas dacvashi sauketeso iyo da ikneba kidec
    LeoMessi10
    სტუმარი [?]
    #4 2 ოქტომბერი 2016 15:49
    0
    ლუის ენრიკეს მერე მწვრთნელად პუიოლი დანიშნონ
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 2 ოქტომბერი 2016 15:44
    0
    ლეგენდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 ოქტომბერი 2016 15:34
    0
    საუკეთესო როგორც მცველი, კაპიტანი და ადამიანი
    Culé [?]
    #1 2 ოქტომბერი 2016 15:29
    0
    უდიდესეი მცველი, უდიდესი კაპიტანი და რაც მთავარიაა რის გამოც პუიოლი ყველას უყვარს უდიდესი ადამიანი