მენოტი: "მესი პატარა ბიჭი აღარაა და ჯანმრთელობაზე თავად იზრუნებს"

მენოტი: "მესი პატარა ბიჭი აღარაა და ჯანმრთელობაზე თავად იზრუნებს"

არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სესარ ლუის მენოტი თვლის, რომ ლიონელ მესი საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალია, რათა თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეძლოს.

არგენტინელთა ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ედგარდო ბაუსამ ადრე "ბარსელონა" დაადანაშაულა იმაში, რომ კლუბი მესის ჯანმრთელობაზე არასაკმარისად ზრუნავს. არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.

"მესი ზრდასრული მამაკაცია, ის თითქმის 30 წლისაა. ის უკვე პატარა ბიჭი არაა და თავის ჯანმრთელობაზე თავად იზრუნებს. მან იცის, როდის უნდა ითამაშოს და წავიდეს რისკზე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რამდენიმე სიტყვა, რომლებიც გაჟღერდა, უაზროა. მესის ყოველთვის გამარჯვება სურს." - ციტირებს მენოტის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #2 2 ოქტომბერი 2016 10:31
    0
    ბარსასაც არ ეშლება
    tsotne-cule
    სტუმარი [?]
    #1 29 სექტემბერი 2016 20:26
    0
    მალე დაგვიბრუნდება იმედია