ტერ შტეგენი: "სიტუაცია რთული იყო, მაგრამ ბრავოსთან მაინც კარგი ურთიერთობა მქონდა"

"ბარსელონას" გერმანელი კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მის ყოფილ კონკურენტთან, ზაფხულში "მანჩესტერ სიტიში" გადასულ კლაუდიო ბრავოსთან არსებულ ურთიერთბაზე საუბრობს.
"გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. მე ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად ვიხარჯები, რათა მას გადაწყვეტილების მიღება გავურთულო.
მეც და კლაუდიოსაც თამაში გვინდოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. კონკურენცია მხოლოდ წაგვადგა.
სიტუაცია რთული იყო და კლუბს თავისი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა. ბრავომ სათამაშოდ ახალი ადგილი მოძებნა, მე კი "ბარსელონაში" ვთამაშობ და სხვა გუნდებზე არ ვფიქრობ. ახლა, კონკურენციას სილესენს ვუწევ, რომელსაც შანსის მიღება ასევე სურს."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]