"ბარსელონა"-"სელტიკი" 7:0 - საინტერესო ფაქტები

  • 14-09-2016, 16:41
  • "ბარსელონა"-"სელტიკი" 7:0 - საინტერესო ფაქტები

    გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, "ბარსელონამ" გლაზგოს "სელტიკი" ანგარიშით 7:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, არაერთი რეკორდი და საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა ჩამონათვალსაც გთავაზობთ.

    - ლიონელ მესი ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე ჰეთ თრიქი 6-ჯერ შეასრულა. მან კრიშტიანუ რონალდუს, ალფრედო დი სტეფანოსა და ფერენც პუშკაშს გადაასწრო.

    - "ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე, 7-ბურთიანი სხვაობით ისტორიაში პირველად მოიგო.

    - კოლო ტურე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 4 ბრიტანული გუნდის მაისურით ითამაშა (არსენალი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, სელტიკი).

    - "სელტიკი” მე-12 გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში 7 ან მეტი გოლი გაუშვა. წინა 11 შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა ("დეპორტივომ” "მონაკოსთან” 3:8 წააგო, მაგრამ ჯგუფიდან მაინც გავიდა).

    - ნეიმარი "ბარსელონას” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

    - ნეიმარი "ბარსელონას” პირველი ფეხბურთელია 2009 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 7 წლის წინ, "რეალთან” 6:2 მოგებულ შეხვედრაში, თანაგუნდელებს 4 გოლი ჩავი ერნანდესმა გაატანინა.

    - ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

    - ნეიმარი პირველი ფეხბურთელი გახდა 2012 წლის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.  4 წლის წინ, ზაგრების "დინამოსთან” გამართულ შეხვედრაში, პსჟ-ს ფეხბურთელებს 4 გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაატანინა.

    "- სელტიკმა”, ევროტურნირებზე, ერთ მატჩში 7 გოლი ისტორიაში პირველად გაუშვა.

    - ლუის სუარესს, "ბარსელონას” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 20 მატჩში 24 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (თითო გოლი ყოველ 72 წუთში). მან 17-ჯერ გაიტანა და 7-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

    - ლუის სუარესი "ბარსელონას” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-6 საშინაო შეხვედრაში გაიტანა.

    - ლიონელ მესის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 50 გოლი დაუგროვდა. მან კრიშტიანუ რონალდუს (49 გოლი) გადაასწრო.

    - "კამპ ნოუზე” გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში "ბარსელონას” კარში დანიშნული ბოლო 3 თერთმეტმეტრიანიდან 3 მეკარემ აიღო, ხოლო 1 კარს აცდა.

    - მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის დარტყმული 4 თერთმეტმეტრიანიდან 3 აიღო. მასზე მეტი თერთმეტმეტრიანი მხოლოდ ბურტსა (5) და კუპეს (4) აქვთ აღებული.

    - ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგაზე, თავისი უსწრაფესი გოლი გაიტანა და უსწრაფესი დუბლიც შეასრულა.

    - ლიონელ მესიმ გოლი ჩემპიონთა ლიგის 12 გათამაშებაში გაიტანა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რაიან გიგზსა (16) და რაულ გონსალესს (15) აქვთ.

    - ლიონელ მესიმ, ლუის სუარესმა და ნეიმარმა, მიმდინარე სეზონში, თამაში სასტარტო შემადგენლობაში პირველად დაიწყეს. გუშინდელ მატჩში მათ ანგარიშზე 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

    - "სელტიკმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 28 გასვლითი თამაშიდან 26 წააგო. შოტლანდიელებმა, ამ 28 თამაშიდან, კარის მშრალად შენახვა ვერცერთში მოახერხეს.

    - "ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ მე-12 საშინაო თამაში მოიგო. კატალონიელები, ამ მაჩვენებლით, "მანჩესტერ იუნაიტედს” გაუთანაბრდნენ.

    წყარო

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    sheyvarebul
    sheyvarebul სტუმარი [?]

    15 სექტემბერი 2016 16:07

    3+1=3????????????????

    0
    Beqa barsa
    Beqa barsa სტუმარი [?]

    15 სექტემბერი 2016 15:42

    Genacvalet

    0
    გასულია
    cinto99 Culé [?]

    14 სექტემბერი 2016 16:45

    იდეალურები ვართ ^_______^

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV