2002 წლის შემდეგ პირველად...

  • 11-09-2016, 01:54
  • 2002 წლის შემდეგ პირველად...

    ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო წლებში, "ბარსელონას" პირველ გუნდში კლუბის აღზრდილი ფეხბურთელების რაოდენობამ იკლო. დღეს "ალავესთან" გამართულ შეხვედრაში (1:2) ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

    ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში, "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში "ლა მასიას" აღზრდილი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, სერხიო ბუსკეტსი იყო, რაც ხშირი შემთხვევა ნამდვილად არაა.

    აქამდე ბოლო შემთხვევა, როდესაც "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში კლუბის აღზრდილი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მოხვდა, 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "რეალთან" "კამპ ნოუზე" 0:2 წაგებულ შეხვედრაში დაფიქსირდა. 14 წლის წინ, "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში ტიაგო მოტამ ითამაშა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Montekristo
    Montekristo სტუმარი [?]

    11 სექტემბერი 2016 08:04

    ციტატა: Don_Andresito
    იმიტოა ეს უცხო ხალხი, ჯერ ვერ გაუგიათ სად არიან. დინები ვიდალები თურანები პაკოები, ეგენი თავისთვის თამაშობენ გუნდი ვაფშე სხვაგანაა ეგენი სხვაგან. დაცვის ფლანგები კატასტროფა იყო დღეს. სილესენს ჯობს მატიპი ვათამაშოთ შემდეგ თამაშებში. მასკერანოს ბოლო წელია ძირითადში. და გუნდში სადაც მატიე საუკეთესოა იმ გუნდმა კი უნდა წააგოს :D

    მასკერანომ გუშინ დაკარგა ადგილი ძირითადში... მაგას უმტიტი სკამიდან არ ააყენებს... აგერ ნახე ;)

    0
    Tuz-TUZ
    Tuz-TUZ სტუმარი [?]

    11 სექტემბერი 2016 02:13

    ფეხბურთელთა შეფასებები დადეთ. და მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომი

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV