"ბარსელონა"-"ალავესი" 1:2 - საინტერესო ფაქტები

  • 11-09-2016, 01:48
  • "ბარსელონა"-"ალავესი" 1:2 - საინტერესო ფაქტები

    ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მთავარი სენსაცია ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის, კატალონიის "ბარსელონას" საკუთარ კედლებში მარცხია. ლუის ენრიკეს გუნდმა "ალავესთან" წააგო. ამ მატჩში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

    - 1980/81 წლების სეზონის შემდეგ პირველად, "ბარსელონამ" ლა ლიგის პირველ ორ საშინაო შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა;

    - ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით მე-100 თამაში ჩაატარა;

    - ლიონელ მესიმ პროფესიონალურ კარიერაში 650-ე თამაში ჩაატარა;

    - 21-ე საუკუნეში პირველად, "ბარსელონამ", ლა ლიგის პირველ სამ შეხვედრაში, 4 გოლი გაუშვა;

    - 2012/13 წლების სეზონის შემდეგ პირველად, "ბარსელონა" 2 ან მეტი გოლი "კამპ ნოუზე" გამართულ ზედიზედ ორ შეხვედრაში გაუშვა;

    - სერხიო ბუსკეტსმა ლა ლიგაში 250-ე თამაში ჩაატარა;

    - 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად, "ბარსელონამ" ლა ლიგის პირველი 3 თამაშის მოგება ვერ მოახერხა;

    - 2012 წლის ოქტომბერში "რეალთან" გამართული მატჩის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ბარსელონამ", საშინაო შეხვედრაში, მეტოქის კარში ზუსტი დარტყმა მხოლოდ 2-ჯერ განახორციელა;

    - ხავიერ მასკერანომ, ლა ლიგაში, 173-ე თამაში ჩაატარა და მან გოლი კვლავ ვერ გაიტანა. ამ მაჩვენებლით, ის მიხაელ რაიციგერს გაუთანაბრდა;

    - კიკო ფემენიამ პრიმერაში ახლად აღზევებული გუნდის მაისურით "კამპ ნოუზე" 2-ჯერ ითამაშა და ორივეჯერ მოიგო (2010 წელს "ერკულესთან", ხოლო 2016 წელს "ალავესთან" ერთად);

    - "ალავესმა" "კამპ ნოუზე" ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად ეს 2000 წელს მოხდა (1:0).

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    11 სექტემბერი 2016 22:11

    1)1980/81 წლების სეზონის შემდეგ პირველად, "ბარსელონამ" ლა ლიგის პირველ ორ საშინაო შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა; -2)- 21-ე საუკუნეში პირველად, "ბარსელონამ", ლა ლიგის პირველ სამ შეხვედრაში, 4 გოლი გაუშვა -3)- 2012/13 წლების სეზონის შემდეგ პირველად, "ბარსელონა" 2 ან მეტი გოლი "კამპ ნოუზე" გამართულ ზედიზედ ორ შეხვედრაში გაუშვა; ავტორო!!! აქ ეს სამი წინადადება, ერთ წინადადებაში ვერ გაერთიანდებოდა?

    0
    TOM
    TOM სტუმარი [?]

    11 სექტემბერი 2016 02:06

    ენრიკეს ბრალია წაგება ყველა სუსტი ფეხბუთელი ყავდა გამოყვანილი სათამაშოთ და ძლიერები სამენაში
    ;)

    0
    nika_messi
    nika_messi სტუმარი [?]

    11 სექტემბერი 2016 01:57

    საინტერესო მაგ თამაშში არაფერი მომხდარა:D

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge