მესიმ არგენტინას მოაგებინა

მესიმ არგენტინას მოაგებინა

გუშინ ღამით, სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინა ლუის სუარესის ურუგვაის დაუპირისპირდა, ხოლო ნეიმარის ბრაზილია - ეკვადორს.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში არგენტინამ, მესის ერთადერთი გოლის წყალობით, 1:0 მოიგო და ლიდერობა მოიპოვა. "ბარსელონას" ათიანმა გოლი 43-ე წუთზე გაიტანა. მან და მასკერანომ თამაში სრულად ჩაატარეს.

ბრაზილიამ აქამდე ერთ-ერთი ლიდერი ეკვადორი 3:0 გაანადგურა. ნეიმარმა, რომელმაც სრულად ითამაშა, აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

7 ტურის შემდეგ, 14 ქულით, პირველ ადგილზე არგენტინაა. მას ერთი ქულით ჩამორჩება ურუგვაი. ბრაზლია, 12 ქულით, მე-5 პოზიციას იკავებს.

[media=https://youtu.be/_jg2VqJgrKw]

[media=https://youtu.be/u1WtCyj6uco]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    zura1988
    სტუმარი [?]
    #9 2 სექტემბერი 2016 22:09
    0
    ლეო დაიქოქა მეექვსე ოქროს ბურთის მოსაპოვებლად.... blush
    ბონდო
    სტუმარი [?]
    #8 2 სექტემბერი 2016 14:57
    0
    დაბრუნდა და კრიტიკოსები გოლით დაადუმა
    Cule Forever
    სტუმარი [?]
    #7 2 სექტემბერი 2016 14:44
    0
    მასკერანო რა პასებს ჩითავს flushed
    თორნიკე (ბარსა)
    სტუმარი [?]
    #6 2 სექტემბერი 2016 13:07
    0
    მიდი მესი მიდი არგენტინა kissing_heart
    Culé [?]
    #5 2 სექტემბერი 2016 12:56
    0
    კარგიაა.. ჭირდებოდა მესის ეს გოლი
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #4 2 სექტემბერი 2016 12:15
    0
    ციტატა: jumberi
    დიბალასთვის სადებიუტო იყო გუშინდელი მატჩი?

    მგონი არა... სხვა მატჩშიც აქვს მიღებული მონაწილეობა, თუ არ ვცდები კოლუმბიასთან(რაღაც ვიდეო მაქვს ნანახი დიბალას ჰალაითითებია კოლუმბიის წინააღმდეგ და იქიდან მახსოვს...)
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #3 2 სექტემბერი 2016 12:14
    0
    საღოლ ლეოო წელს უმაგრეს ფორმაში ხარ
    jumberi
    სტუმარი [?]
    #2 2 სექტემბერი 2016 12:02
    0
    დიბალასთვის სადებიუტო იყო გუშინდელი მატჩი?
    Messisuaresineimary
    სტუმარი [?]
    #1 2 სექტემბერი 2016 11:59
    0
    Bravo