14 მოსული, 12 წასული და 8 "გადარჩენილი"

14 მოსული, 12 წასული და 8 "გადარჩენილი"

მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდა, ასტურიელმა ხელი გუნდის ძირეულად გადახალისებას მიჰყო. შედეგად, 2 წლის განმავლობაში, კატალონიური გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, ხოლო შენაძენთა რაოდენობა თოთხმეტია. 2014 წლის ზაფხულში გუნდში მყოფი ფეხბურთელებიდან დღემდე მხოლოდ 8 თამაშობს, რაც გუნდის 32%-ს შეადგენს.

შემადგენლობის ასეთი გადახალისება გუნდზე უარყოფითად არ აისახება. ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ, "ბარსამ" 10 შესაძლო ტიტულიდან 8 მოიგო.

ასტურიელმა სპეციალისტმა, ტრანსფერებში 332 მილიონი ევრო დახარჯა, ბონუსების სახით კიდევ 61 მილიონის დამატების პერსპექტივით. კატალონიელებმა, ამ დროის განმავლობაში, ფეხბურთელების გაყიდვით, 59.6 მილიონი გამოიმუშავეს. მისაღები ბონუსების ოდენობა კი 15 მილიონია.

 

გთავაზობთ იმ ტრანსფერებს, რომლებიც ლუის ენრიკემ განახორციელა:

მოვიდნენ (14)

2014 - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი, რაფინია ალკანტარა, ჟერემი მატიე, ხორდი მასიპი.

2015 - არდა თურანი, ალეიშ ვიდალი.

2016 - დენის სუარესი, იასპერ სილესენი, პაკო ალკასერი, ლუკა დინი, ანდრე გომეში, სამუელ უმტიტი.

წავიდნენ (12)

2015 - მარტინ მონტოია, პედრო როდრიგესი, ჩავი ერნანდესი.

2016 - დანი ალვესი, კლაუდიო ბრავო, მარკ ბარტრა, მუნირ ელ ჰადადი, სანდრო რამირესი, ადრიანო კორეია, სერხი სამპერი, ტომას ვერმალენი, დუგლას პერეირა.

 

გუნდში დარჩნენ (8)

ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ხერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ხავიერ მასკერანო, ხორდი ალბა, ნეიმარი, სერჟი რობერტო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcelo
    სტუმარი [?]
    #10 3 სექტემბერი 2016 18:42
    0
    მუნირი სად გაუშვეს, სულ გაუბერეს ?
    yanamadridi)
    სტუმარი [?]
    #9 1 სექტემბერი 2016 17:45
    0
    ციტატა: akaki_xidesheli
    არ ფიქრობთ,რომ ინიესტა ნელ-ნელა ბერდება?მაგარი მოთამაშეა მარა... მაგრად თამაშობს,მარა ორ-სამ სეზონში დაბერდება.არა?მაგარი იგროკი არის,მაგრამ ბერდება რა.

    sami sezonis mere sheidleba magis tkma, mesis 5 albat
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 სექტემბერი 2016 13:14
    0
    ესენი გადარჩენილები კი არა გუნდის მთავარი ბირთვია.
    მსოფლიო ფეხბურთის ლიდერები არიან.
    Sabsona11
    სტუმარი [?]
    #7 1 სექტემბერი 2016 12:23
    0
    ხომაგას წინვერ დაუდგები მარა სანამ გვყავს მანამდე ვისიამოვნოთ ჯადოქარით ♥
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #6 1 სექტემბერი 2016 12:03
    0
    საღოლ Writer კარგი სტატიაა
    T-BLauGrana
    სტუმარი [?]
    #5 1 სექტემბერი 2016 09:40
    0
    დეულოფეუც ლუის ენრიკეს დროს გაუშვეს
    metreveli_FCB
    სტუმარი [?]
    #4 1 სექტემბერი 2016 00:56
    0
    სონგი? ტელო?
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #3 31 აგვისტო 2016 23:59
    0
    8 გადარჩენილი რომელია ამ რვიდან ? :D კაი ჰა დავუშვათ მასკეანო სხვა? :D და ჩავის ნუ ახსენებთ ძლივს ვივიწყებ რო არ თამაშჰობს ბარსაში ;(((
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 აგვისტო 2016 23:59
    0
    სგ სგ boomer da writer !
    Culé [?]
    #1 31 აგვისტო 2016 23:45
    0
    ადმინ ეგრე გააგრძელე კაი სტატიები იდება და აქტიურობაც იმატებს როგორც ვამჩნევ. ისე თემას რაც შეეხება ვინც გასაშვები იყო წავიდა და ვინც მოსაყვანიი იყოო მოვიდა ძმაო კაი ტრანსფერები იჩარხება მე კმაყოფილი ვარ