დავიდ ვილიამ ბავშვების დასახმარებლად სიმღერაც კი დაიწყო
ესპანელმა მსახიობებმა, მომღერლებმა, ფეხბურთელებმა და კიდევ არაერთი პროფესიის ადამიანებმა გადაწყვიტეს ჩაეწერათ სიმღერა და ამით სოლიდარობა გამოეცხადებინათ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მალიში. ამ აქციაში მონაწილეობა დავიდ ვილიამაც მიიღო, რომელმაც სიმღერა ანა ტოროხასთან ერთად ჩაწერა. ალბომი 23 ნოემბერს გამოვა, კონცერტი კი 2 დეკემბერს ''la farga de l'hospitalet''-ში გაიმართება.
დავიდ ვილია: '' ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მინდა მოვუწოდო ყველას შეიძინონ ეს ალბომი, ამით ყველა ადამიანს შეეძლება დაეხმაროს მათ, ვისაც ჩვენთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობები გააჩნიათ. მე ვურჩევ სხვა ფეხბურთელებსაც მონაწილეობა მიიღონ ამდაგვარ აქციებში''.
შეგროვილი თანხით მალიში გაიხსნება ხელოვნების სკოლა 12 -დან 15 წლის ასაკის ბავშვებისთვის. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ეს აქცია ერთჯერადი არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Hy2xdsYtuAQ]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]