ბრავო "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

კატალონიის "ბარსელონას" ჩილელი კარის დარაჯი კლაუდიო ბრავო, გავრცელებული ჭორების მიუხედავად, კლუბის დატოვებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას Goal ავრცელებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ გუნდის პირველი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახდეს. ბრავოს კი კატალონიელების 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან. 33 წლის მეკარის შეძენის სურვილს "მანჩესტერ სიტი" გამოთქვამს.
წყარო, ფეხბურთელის გარემოცვის სიტყვებს ავრცელებს: "ის მოწადინებულია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, კიდევ 2 წლით დარჩეს."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]