მასკერანო აგეროსთან შეხვედრას ელოდება

მასკერანო აგეროსთან შეხვედრას ელოდება

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ "ბარსელონას" ახალი ნახევარმცველის, ხავიერ მასკერანოს ინტერვიუს, რომელიც "BarcaTV"-ისა და "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს მისცა. მასკერანომ ინტერვიუში თავის თავზე და გუნდის აქტუალურ თემებზე ისაუბრა...

აგერ უკვე რამდენიმე კვირაა "ბარსაში" ხართ. როგორ გრძნობთ თავს?

მე ძალიან კარგად ვარ და ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, თუ როგორ კარგად შეგვხვდნენ მე და ჩემს ოჯახს ქალაქში და კლუბში. მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ და ვცდილობ ამ უდიდესი გამოცდილებით ვისიამოვნო.

როგორ შეეწყვეთ გუნდს?

მე გუნდის დიდი მადლობელი ვარ. თავს ისე მაგრძნობინებენ, თითქოს უკვე აქ დიდი ხანია ვთამაშობდე. აქ ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები გამოდიან, რომ ძნელია მათ ადვილად არ შეეწყო.

თქვენი დებიუტის შემდეგ, პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ წაგებისდამიუხედავად თქვენი თამაშით კმაყოფილი იყო. თქვენც ასე ფიქრობთ?

ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა იფიქროს გუნდზე და არა საკუთარ თავზე, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღით ნასიამოვნები დავრჩი. "ბარსაში" მე ყოველდღე ახალ–ახალ რამეს ვსწავლობ, რადგანაც ფეხბურთს აქ სხვა თვალით უყურებენ. ახლა გუნდი თამაშებისთვის მზადაა. მე კი გუნდს დახმარების ხელს ნებისმიერ წამს გავუწვდი.

აქვს თუ არა პეპს თქვენთვის კონკრეტული დავალებები?

მას სურს, რომ მე ბურთთან ერთად ბევრი ვიმუშავო და შეტევებში ჩავერთო ხოლმე, რაც "პრემიერ ლიგისთვის" ცოტა უჩვეულოა. ასევე მან მე ბევრი სხვა დეტალის შესახებაც მიამბო.

თქვენ "ერკულესთან" მატჩში ყვითელი ბარათი მიიღეთ. გიჭირთ ესპანურ ფეხბურთთან ადაპტირება?

სიმართლე გითხრათ დამწუხრებული არ ვარ, მაგრამ სიფრთხილისთვის კარგი იქნებოდა 20 წუთში ყვითელი არ მიმეღო. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე მოედანზე დიდი დრო არ გამიტარებია. იმ მომენტში ყველაფრის სუფთად გაკეთება მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამომივიდა.

სამშაბათს ჩვენ "ბარსას" ნამდვილი სახე დავინახეთ...

მე მიყვარს ფეხბურთი და ბოლო წლებში "ბარსას" თამაშებსაც ვუყურებ და კარგად ვიცი რასაც წარმოადგენს ეს გუნდი. სამშაბათი საოცარი იყო... შაბათის თამაში კი უბრალოდ ცუდი შემთხვევა იყო. ასეთი რამეები ფეხბურთში ყოველთვის ხდება.

"ატლეტიკო მადრიდთან" თამაში თქვენთვის ახალი გამოწვევაა. მითუმეტეს, რომ ეს ბოლო წლებია "ბარსა" "ვისენტე კალდერონზე" მოგებას ვერ ახერხებს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ისინი ძლიერი ოპონენტები არიან და ყოველ წელს აღმავლობისკენ მიდიან. ეს მათი ტიტულებიდანაც ჩანს, მაგრამ არამგონია მათ მარტივი მატჩი ელოდებოდეთ.

მათ შეიძლება შეუთანხმებლობაც იგრძნონ...

დიახ. არავის არ შეუძლია ისე ბურთის კონტროლი, როგორც "ბარსას". ვიმედოვნებ, რომ კვირასაც ისეთივე თამაშს შევთავაზებთ გულშემატკივარს, როგორიც სამშაბათს.

წაგების შემდეგ, თვლით თუ არა თავს ვალდებულად, რომ "კალდერონზე" გაიმარჯვოთ?

შენ თავს ყოველთვის ვალდებულად თვლი, რომ გაიმარჯვო. არამარტო იმიტომ, რომ შაბათს წავაგეთ, არამედ იმიტომ, რომ კლუბს ყოველთვის გამარჯვება სურს. ყველა თამაშში უნდა აჩვენო შენი ძალა გულშემატკივარს და ასევე შენს თავს.

ესაუბრეთ თქვენს მეგობარ კუნ აგეროს? მას "ბარსასთან" რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული.

მე მას მაშინ ვესაუბრე, როდესაც ეროვნულ ნაკრებში ვიყავი. ის დიდებული ფეხბურთელია და თავისი ასაკისთვის დიდი გამოცდილებაც აქვს დაგროვებული. მე მის წინაამღდეგ თამაშით სიამოვნებას მივიღებ. აგეროს შეჩერება ძალიან რთულია, მაგრამ "ბარსასთან" თამაში მისთვის მარტივი ნამდვილად არ იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.