ალვესი "იუვესთან" ძალიან ახლოსაა
- 31-05-2016, 17:04
-
DaviD_ViLLa_7
- 31

იტალიური წყაროების ინფორმაციით, "ბარსელონას" მარჯვენა მცველი დანი ალვესი ტურინის "იუვენტუსში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.
როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, 33 წლის ფეხბურთელი "იუვენტუსთან" კონტრაქტს 2+1 სქემით გააფორმებს. მისი ხელფასი, გარდა ბონუსებისა, წელიწადში 3.5 მილიონი ევრო იქნება. ტრანსფერი ოფიციალურად ამ კვირის ბოლოსთვის დადასტურდება.
La Repubblica-ს ცნობით, ტურინული კლუბი ალვესის ტრანსფერს უახლოესი 3 დღის განმავლობაში გააოფიციალურებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის "იუვეში" შესაძლო გადასვლას კიდევ უფრო ნათელს ხდის ის ფაქტი, რომ მისმა მეგობარმა გოგონამ ერთ-ერთ იტალიურ სამოდელო სააგენტოსთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანი ალვესი "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის წესებით გადავა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 31 ]