131 გოლი - MSN-ის ახალი რეკორდი

  • 23-05-2016, 18:22
  • 131 გოლი - MSN-ის ახალი რეკორდი

    "ბარსელონას" სამხრეთ ამერიკულმა სუპერ შემტევმა ტრიომ, მესი-სუარესი-ნეიმარის შემადგენლობით, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, გაიტანა რა ერთ სეზონში 131 გოლი.

    2015/16 წლების სეზონში, "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირი, 59 გოლით, ლუის სუარესი გახდა. მას ლიონელ მესი (41 გოლი) და ნეიმარი (31 გოლი) მოსდევენ. საერთო ჯამში, ამ ფეხბურთელებმა, 62 მატჩში, 131 გოლი გაიტანეს, რაც გასულ სეზონში დამყარებულ რეკორდზე, 122 გოლზე, 9 ბურთით მეტია.

    "ბარსელონამ", 2015/16 წლების სეზონში, მონაწილეობა ექვს ტურნირზე (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) მიიღო. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ექვსივე ტურნირზე გაიტანა, ლიონელ მესია.

    კატალონიელთა შემტევმა ტრიომ 90 გოლი ლა ლიგაში, 17 ჩემპიონთა ლიგაზე, 14 ესპანეთის თასზე, 6 საკლუბო მუნდიალზე, 3 ევროპის სუპერ თასზე და და ერთიც ესპანეთის სუპერ თასზე გაიტანა.

    სულ, გასულ სეზონში, "ბარსელონამ" 175 ბურთი გაიტანა, რაც ნიშნავს, რომ მესი-სუარესი-ნეიმარის ანგარიშზე გუნდის გოლების 75.7% მოდის.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    L messi
    L messi სტუმარი [?]

    25 მაისი 2016 20:58

    ბარსას ვულოცავ მე თასის მოგებას
    ვუსურვებ კიდევ ბევრ თასის მოგებას
    ჩემპიონ მიდის ბარსელონასკენ
    ხალხი უყურებს სიცოცხლიტ აღსავსეს
    და იძახიან ბარსა ჩემპიონ
    მე ფეხბურთლებზე ძაან ვგიჟდები
    და მისგან ვარჩევ ტრიო msn-s
    მწვრტნელი კარგი ყავთ luis enrike
    ამიტომ ბარსა კიდევ მოიგებს



    შემიფასედ ძმებო ჩემი დის ლექსია

    1
    BARCELONA MSN 10 9 11
    BARCELONA MSN 10 9 11 სტუმარი [?]

    24 მაისი 2016 16:05

    აი შედეგიც ამ მხეცების აბა რეალის ტრიო :D :P laughing

    როგორ შევცვალო პროფილის პოტო

    0
    Rati_Bejo
    Rati_Bejo სტუმარი [?]

    24 მაისი 2016 14:41

    ეს ბარსელონაა <3

    0
    tikok
    tikok სტუმარი [?]

    24 მაისი 2016 12:01

    წარმოუდგენლად მაგრები არიან ჩვენი ლომები <3

    0
    ney11mes10
    ney11mes10 სტუმარი [?]

    23 მაისი 2016 23:20

    ლომებოოოოოო love

    0
    გასულია
    Bola Culé [?]

    23 მაისი 2016 18:24

    რას ნიშნავს ლიგის მოგებაა..ტიტულების მხრივ მერე ავტომატურად შეგიძლია მოიგო კიდევ ორიი დამატებითი ტიტული.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge