სუარესს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს

სუარესს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს

"ბარსელონას" ურუგვაელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა, ესპანეთის თასის ფინალში გუშინ გამართულ შეხვედრაში, ტრავმა მიიღო, რის გამოც, ის ეროვნულ გუნდს ჯერ ვერ შეუერთდება.

"სევილიასთან" გამართული მატჩის 55-ე წუთზე, სუარესმა მარჯვენა ფეხის არეში ტკივილი იგრძნო და ის რაფინიათი შეცვალეს. დღეს ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ 29 წლის თავდამსხელს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული.

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სუარესი მკურნალობის ეტაპს კატალონიაში დაიწყებს. 1 ივნისის ის ურუგვაის ნაკრებს შეუერთდება, სადაც რეაბილიტაციას განაგრძობს.

ურუგვაის ნაკრებს, რომლის ლიდერიც სწორედ სუარესია, 5 ივნისიდან, კოპა ამერიკის გათამაშებაში ჩართვა მოუწევს. ურუგვაელები პირველ მატჩს მექსიკასთან ჩაატარებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    tikok
    სტუმარი [?]
    #7 24 მაისი 2016 11:57
    0
    ცუდია მაგრამ არაუშავს სეზონი უკვე დამთავრდა და თან დაისვენებს კიდეც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 მაისი 2016 19:57
    0
    და რეაბილიტაციას რამდენი ხანი დასჭირდება?
    Culé [?]
    #5 23 მაისი 2016 18:37
    0
    აუ საწყალი სანაკრებოს დროს ყოველთვის რაღაცა უწევს ამას :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 მაისი 2016 18:14
    0
    არა უშავს. ჯობის სულ გამოტოვოს კოპა.
    დაისვენოს მომდევნო ლალიგამდე. წელს კოპა მესიმ უნდა აიღოს!
    messhavshika
    სტუმარი [?]
    #3 23 მაისი 2016 18:09
    0
    ეგ არაფერი
    ...barCa..
    სტუმარი [?]
    #2 23 მაისი 2016 18:00
    0
    გადაიტანს
    yana madrid
    სტუმარი [?]
    #1 23 მაისი 2016 17:57
    0
    მაინც მორჩა სეზონი ეგ არაფერია