L'Equipe: მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 საუკეთესო ფეხბურთელია

ავტორიტეტულმა ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ, L'Equipe-მ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 100 საუკეთესო ფეხბურთელი გამოარჩია. ფრანგი ჟურნალისტების რჩეული მადრიდის "რეალის" ლეგენდა ალფრედო დი სტეფანო გახდა, ლიონელ მესიმ კი მე-4 ადგილი დაიკავა.
L'Equipe-ს ვერსიით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება:
1. ალფრედო დი სტეფანო
2. ფრანსისკო ხენტო
3. პაოლო მალდინი
4. ლიონელ მესი
5. კრიშტიანუ რონალდუ
6. ფილ ნილი
7. ფერენც პუშკაში
8. ექტორ რიალი
9. გერდ მიულერი
10. რაული
ასეულში, მესის გარდა, "ბარსელონას" შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: იოჰან კრუიფი (14), ჩავი (15), ანდრეს ინიესტა (17), ვიქტორ ვალდესი (26), ხერარდ პიკე (28), კარლეს პუიოლი (29), რონალდ კუმანი (35), სამუელ ეტოო (43), დანი ალვესი (54), სერხიო ბუსკეტსი (59), ლუის სუარეს მირამონტესი (66), ტიერი ანრი (84), ანდონი სუბისარეტა (92), ლუიშ ფიგუ (99).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]