Sport: გიუნდოგანმა "ბარსელონას" უარი უთხრა
კატალონიური Sport-ის ცნობით, გერმანული "დორტმუნდის" 25 წლის ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა "ბარსელონას" აცნობა, რომ ის ესპანურ კლუბში გადასვლას არ აპირებს და გადაწყვეტილი აქვს კარიერა "მანჩესტერ სიტიში" განაგრძოს.
"ბარსელონა" გიუნდოგანით გასულ ზაფხულში იყო დაინტერესებული და კლუბმა ფეხბურთელთან წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწია. თუმცა, მოგვიანებით, კატალონიელებმა არჩევანი არდა თურანზე შეაჩერეს.
როგორც ჩანს, "ბარსა" თურქული ფესვების გერმანელით კვლავ დაინტერესდა, მაგრამ ნახევარმცველმა კატალონიელებს აცნობა, რომ ის, მომდევნო სეზონში, "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]