ტერ შტეგენი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

"ბარსელონას" ახალგაზრდა კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიური გუნდის დატოვებას არ გეგმავს და ის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებს. ამ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.
ტერ შტეგენი "ბარსელონაში" 2014 წლის ზაფხულში გადავიდა. მას შემდეგ, მას თამაში მხოლოდ ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე უწევს, ლა ლიგაში კი, პიერველი მეკარე კლაუდიო ბრავოა.
დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 23 წლის ფეხბურთელი გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს, მისი შეძენით კი ინგლისური "ლივერპულია" დაინტერესებული. თუმცა, თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, ტერ შტეგენი გაკვირვებული დარჩა, როდესაც მან სატრანსფერო ჭორების შსახებ გაზეთში წაიკითხა. ამის მიზეზი ისაა, რომ გერმანელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" დარჩენას და კლაუდიო ბრავოსთან კონკურენციას აპირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 34 ]