პასტორეს ოცნება

პასტორეს ოცნება

არგენტინელმა პერსპექტიულმა ფლეიმეიკერმა, ხავიერ პასტორემ იტალურ სპორტულ გამოცემას "La Gazetta Dello Sport"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან კატალონიურ გრანდში თამაშის სურვილი გამოთქვა.
ხავიერ პასტორე ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მან საკუთარი თავის წარდგენა მსოფლიო ჩემპიონატზეც შეძლო. იგი მოედანზე 3–ჯერ გავიდა და სამივეჯერ შეცვლაზე.
პასტორე: "ბარსას" მაისურის მორგება და ლეო მესისთან ერთად თამაში ჯერ მხოლოდ ოცნებაა, მაგრამ ახლა მე მინდა ვიფიქრო იმ წინსვლაზე, რომლის გაკეთებაც მე "სერია ა"–ში ყოფნისას შემიძლია."
პასტორე "პალერმოს" მაისურს უკვე მეორე სეზონია ირგებს. იგი გუნდს "ევროპა ლიგის" საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ხავიერმა 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. სათამაშო სტილიდან და ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მას "არგენტინელ კაკასაც" კი უწოდებენ.

პასტორეს უკეთ გასაცნობად კი აქვე შემოგთავაზებთ პატარა ვიდეოს, სადაც ასახულია ხავიერის კარიერის მცირე ეპიზოდები.
[media=http://www.youtube.com/watch?v=2P8zkSy9GvE]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.