ჩავი: ''ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს"

ჩავი: ''ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს"

''ბარსელონას'' ერთგულმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა დღეს ვარჯიშის შემდეგ პრესკოnფერენცია გამართა. ის ამ სეზონში დიდ წარმატებებს გვპირდება და ''ბარსას'' შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება: ''ჩვენ ნამდვილად კარგი გუნდი გვყავს. არა, კარგი კი არა შესანიშნავი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წარმატების საიდუმლო ერთმანეთის მხარდჭერაა, ვფიქრობ ამ სეზონში ბევრ რამეს მივაღწევთ''.

ჩავი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ''ბარსელონა'' ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის: ''მართალია, ძირითად გუნდში მხოლოდ 19 ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ზურგს 25 ახალგაზრდა  ფეხბურთელი გვიმაგრებს, რომლებიც ძალიან ხარისხიანად თამაშობენ. ჩვენ მათი იმედი გვაქვს."

ჩავიმ ასევე ისაუბრა მომავალ მატჩზე ''ჰერკულესის'' წინააღმდეგ: '' თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ჩვენთვის იოლი შეხვედრა იქნება ძალიან ცდება. ''ჰერკულესის'' ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან და თუ ჩვენ მეორე გუნდად ვითამაშებთ, აუცილებლად პრობლემები შეგვექმნება".

ჩავიმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ლეო მესის მიმართ. როგორც იცით, არგენტინამ ესპანეთი 4-1 დაამარცხა ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც პირველი გლი სწორედ მესიმ გაიტანა: ''მესის თამაშში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა-მან გოლი გაიტანა. ის შესანიშნავად თამაშობდა მუნდიალზე, თუმცა არგენტინამ ის განტევების ვაცად შერაცხა, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".

ჩავი რამდენიმე სიტყვით შეეხო ზლატანის თემას: ''გუნდში ვერაფერი გავიგეთ რა მოხდა, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ გუარდიოლას და იბრასაც".

მან საუბრის ბოლოს ისაუბრა ოქროს ბურთის მომავალ მფლობელზე: ''ოქროს ბურთის მოგება ჩემი მიზანი არ არის. მე ბავშვობიდან ვოცნებობდი ვყოფილიყავი ''ბარსას'' ფეხბურთელი და მომეპოვებინა მასთან ერთად ტიტულები, მაგრამ ოქროს ბურთის მოგებაზე არასოდეს მიოცნებია. თუმცა მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ". 

წყარო: fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.