მესი: "ძალიან ბედნიერი ვარ"

"ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ დუბაიში პირადი ჯილდო მიიღო, იგი Globe Soccer Awards-მა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მესიმ ჯილდოს მიღების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ამ ჯილდოს მოგება სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ხელახლა მინდა აღვნიშნო რა არის მთავარი – ეს კოლექტივი და გუნდია.
ძნელია გამოარჩიო წლის საუკეთესო მომენტი. "ბარსელონასთვის" მთელი წელი შესანიშნავი გამოვიდა." – განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა 2015 წელს ექვსი შესაძლო ტიტულიდან ხუთის: ესპანეთის თასის, ესპანეთის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერ თასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება შეძლო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]