"ბარსელონა", მესი და ლუის ენრიკე ECA-ს პრიზებისთვის იბრძოლებენ

"ბარსელონა", მესი და ლუის ენრიკე ECA-ს პრიზებისთვის იბრძოლებენ

Globe Soccer Award-მა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. ესენი ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ჯანლუიჯი ბუფონი არიან.

ასევე დასახელდნენ წლის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატებიც. "ბარსელონას" წარმომადგენელი აქაც ჰყავს - ლუის ენრიკეს კონკურენციას ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრები) და მარკ ვილმოტსი (ბელგიის ნაკრები) გაუწევენ. "ბარსელონა" წლის საუკეთესო კლუბის წოდებისთვისაც იბრძოლებს. კატალონიელების მეტოქეები "იუვენტუსი", "პარი სენ ჟერმენი", "ბაიერნი" და "დნეპრი" არიან.

საუკეთესოებს სპეციალური ჟიური გამოავლენს, რომელშიც, სხვებთან ერთად, დემეტრიო ალბერტინი, ფაბიო კაპელო, ანტონიო კონტე, ლუიშ ფიგუ, ადრიანო გალიანი და ნიკოლა რიცოლი შედიან. დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ika antimadridista
    სტუმარი [?]
    #6 18 დეკემბერი 2015 13:30
    0
    ფიგუ შენ ღორო
    zura barca
    სტუმარი [?]
    #5 17 დეკემბერი 2015 22:17
    0
    ეს ფიგუ საღა გამომიკვეხეს ამ ახვრებმა....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 დეკემბერი 2015 19:54
    0
    საინტერესოა!
    KRECHO
    სტუმარი [?]
    #3 17 დეკემბერი 2015 17:51
    1
    აუუ ჟიურუში ფიგუუუ :( :( ეგ ისეთია ყველა კომპონენტში ბარსელონას წინააღმდეგი იქნება
    ani-barca
    სტუმარი [?]
    #2 17 დეკემბერი 2015 17:30
    0
    რეალი 87ზე გასულა მიტიულანდთან ერთად ))

    ისე რატო დნიპრო და არა სევილია ხო მოუგეს ფინალი:D
    მწერალი [?]
    #1 17 დეკემბერი 2015 17:26
    0
    Figu xmas barcelonas micems ashkarad tongue