ნეიმარი მსოფლიოში მე-3 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

ნეიმარი მსოფლიოში მე-3 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ნეიმარმა და "ბარსელონამ" ახალი კონტრაქტის ძირითადი დეტალები უკვე შეათანხმეს. მადრიდული წყაროს ცნობით, გადაწყდა, რომ 23 წლის ბრაზილიელის წლიური ანაზღაურება, გადასახადების დაქვითვის შემდეგ, წელიწადში 15 მილიონი ევრო იქნება. ეს ნიშნავს, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ის მსოფლიოში მე-3 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. შეთანხმებულია კონტრაქტის მოქმედების ვადაც - ხელშეკრულება 3 წლით გახანგრძლივდება და მას ძალა 2021 წლამდე ექნება.

მხარეები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე, რომელიც ამჟამად 180 მილიონს შეადგენს. ნეიმარის წარმომადგენლებს სურთ, რომ ის 250 მილიონს არ აღემატებოდეს, "ბარსელონას" კი ერთმილიარდიანი გამოსასყიდის დაწესება უნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.