რაკიტიჩი: "უფრო თავდაუზოგავად მუშაობა მინდა"

რაკიტიჩი: "უფრო თავდაუზოგავად მუშაობა მინდა"

"ბარსელონას" 27 წლის ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი აცხადებს, რომ მას უფრო თავდაუზოგავად მუშაობა უნდა, რათა კატალონიური კლუბის ლეგენდა გახდეს.

"მინდა, უფრო თავდაუზოგავად ვიმუშავო, ვიდრე აქამდე. ადვილია იმის თქმა, რომ "კარგია, შესანიშნავია, "ბარსელონაში" ვარ, ეს ასეა". თუმცა, არა. მინდა, უფრო თავდაუზოგავად ვიმუშავო, რადგან კლუბის ისტორიაში ჩემი სახელის ჩაწერა შემიძლია.

მინდა, ყოველი დღე იყოს სრულყოფილი და ხვალინდელი დღე იგივე. მსიამოვნებს ცხოვრება, დროის გატარება ოჯახთან, თანაგუნდელებთან, ყველა შესაძლო ტიტულის მოგება", - აცხადებს რაკიტიჩი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.