19-წლამდელთა გუნდმა 3-ბურთიანი უპირატესობა ვერ გამოიყენა

19-წლამდელთა გუნდმა 3-ბურთიანი უპირატესობა ვერ გამოიყენა

"ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდმა, დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" გამართულ შეხვედრაში, ერთმანეთისგან განსხვავებული 2 ტაიმი ჩაატარა. ახალგაზრდა კატალონიელები 3:0 დაწინაურდნენ, მაგრამ თამაში ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ანგარიში, 21-ე წუთზე, ტურმა გახსნა, რასაც ალენამ, 23-ე და მე-40 წუთებზე, 2 გოლი მოაყოლა. პირველი ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე პონსემ ერთი ბურთი გაქვითა.

64-ე წუთზე, "ბარსელონას" მცველი გარსია მოედნიდან გააძევეს, მასპინძელთა კარში კი თერთმეტმეტრიანი დანიშნეს, რომელიც მარკიცამ გამოიყენა. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით 86-ე წუთზე ისარგებლეს, პონსეს ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს და ქულა აიღეს.

5 ტურის შემდეგ, 9 ქულით, ჯგუფს "ბარსელონა" ლიდერობს. მას 8 ქულით "ლევერკუზენი" მოსდევს. "რომას" 6 ქულა აქვს, ხოლო ბატე-ს - 2. ბოლო ტურში, კატალონიელები "ლევერკუზენს" ეწვევიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი