"რომასთან" შეხვედრამდე გუნდმა დასკვნითი ვარჯიში გამართა

"რომასთან" შეხვედრამდე გუნდმა დასკვნითი ვარჯიში  გამართა

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა "რომასთან" შეხვედრამდე დასკვნითი ვარჯიში "ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო ბაზაზე" გამართეს. ვარჯიშს ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე ესწრებოდა. პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელმა, სამპერმა.

ხვალ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 შეხვედრას ჩაატარებს, სადაც "რომას" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სურათები

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.