"კლასიკოს" ისტორიაში პირველად: ერთმა გუნდმა 10 უცხოელი ითამაშა

"კლასიკოს" ისტორიაში პირველად: ერთმა გუნდმა 10 უცხოელი ითამაშა

"ელ კლასიკოს" ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთ-ერთი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ათმა უცხოელმა ფეხბურთელმა ითამაშა. "რეალის" ერთადერთი ესპანელი, რომელიც 0:4 წაგებულ შეხვედრაში ძირითადში იყო, სერხიო რამოსია.

მადრიდული გუნდის სასტარტო შემადგენლობა 9 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ორ-ორი ფეხბურთელი საფრანგეთსა და ბრაზილიას ჰყავდათ, ხოლო თითო კოსტა რიკას, ესპანეთს, ხორვატიას, უელსს, გერმანიას, კოლუმბიასა და პორტუგალიას.

"ბარსამ" "რეალს" სასტარტო შემადგენლობაში ესპანელი ფეხბურთელების რაოდენობით იმავე სხვაობით აჯობა, რა სხვაობითაც მატჩი დასრულდა - 5:1. კლუბის აღზრდილ ფეხბურთელებში კი - 5:0.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.