სუარესი:„თუ მესი ითამაშებს „რეალთან“, ამან შესაძლოა ცუდად იმოქმედოს მის მომავალზე“

სუარესი:„თუ მესი ითამაშებს „რეალთან“, ამან შესაძლოა ცუდად იმოქმედოს მის მომავალზე“

კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "რეალის" წინააღმდეგ პრიმერას რიგით მე-12 ტურის მატჩზე ისაუბრა, სადაც ლიონელ მესის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აქვე გეტყვით, რომ მატჩი მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის 21 ნოემბერს გაიმართება, თბილისის დროით 21:45 წუთზე.

" - ჩვენ არ ვიცით, მესი დაიწყებს მატჩს სასტარტოდან თუ სათადარიგოდან. ეს დამოკიდებულია მწვრთნელზე, ექიმებზე და ლეოს თვითშეგრძნებაზე. არსებობს რისკ ფაქტორი, რომ მან ტრავმა გაიმიზეზოს. მესი ყოველთვის წარმოუდგენელ და სპეციალურ მომენტებს აჩვენებს მინდორზე."

" - თამაში მესის გარეშე ? მოხარული ვართ, რომ კარგ სამუშაოს ვასრულებთ, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე გამოვდივართ." - ციტირებს ლუის სუარესის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.