მესიმ "ბარსა ბ"-სთან ერთად ივარჯიშა

მესიმ "ბარსა ბ"-სთან ერთად ივარჯიშა

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" 28 წლის ვარსკვლავი ლიონელ მესი გამოჯანმრთელებას აგრძელებს. დღეს არგენტინელმა "ბარსელონა ბ"-სთან ერთად ივარჯიშა.

წყაროს ცნობით, იმის გამო, რომ კატალონიური კლუბის პირველი გუნდი 3 დღე დაისვენებს, ლეო მესიმ დღეს სარეზერვო გუნდთან ერთად ივარჯიშა.

"ბარსელონას" ლიდერმა, რომელმაც ტრავმა 26 სექტემბერს "ლას პალმასთან" მატჩში მიიღო, ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ჯერჯერობით, უცნობია, ითამაშებს თუ არა მესი 21 ნოემბერს გასამართ "ელ კლასიკოში".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.