მათეუსი: "მესი უკონკურენტოა"

  • 14-10-2015, 18:07
  • მათეუსი: "მესი უკონკურენტოა"

    გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ბრძოლაში ლეო მესის კონკურენტი არ ჰყავს.

    "ოქროს ბურთის" მოგება ერთადერთ ფეხბურთელს შეუძლია და ეს ლიონელ მესია. მესის მორიგი შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ესპანეთში დუბლი შეასრულა. მას მხოლოდ არგენტინასთან ერთად ტიტულის მოგება დააკლდა.

    მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოგების ფავორიტი ლუის ენრიკეა. ამ წელს არც მუნდიალი ჩატარებულა და არც ევროპის ჩემპიონატი. ასე რომ, აქცენტი საკლუბო ფეხბურთზე გაკეთდება."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV