პიკემ მცირე ტრავმა მიიღო

პიკემ მცირე ტრავმა მიიღო

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარდ პიკემ გუშინ, ეროვნულ ნაკრებთან ვარჯიშის დროს დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც დღის მეორე ნახევარში ვარჯიშის გამოტოვება მოუხდა.

თუ რამდენად მძიმეა პიკეს ტრავმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობა ჯერ არ არსებობს, მას კუნთების პრობლემა აღენიშნება.

"ბარსელონას" მცველმა ლუქსენბურგთან 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა აღნიშნული მატჩი 4-1 მოიგო, დღეს კი უკრაინას დაუპირისპირდებიან. ჟერარდის უკრაინასთან თამაში თითქმის გამორიცხულია, მაგრამ მცირე შანსი მაინც არსებობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.