აგუერო: "მესი უნიკალურია"

აგუერო: "მესი უნიკალურია"

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს.

"არც რონალდუ, არც სხვა ვინმე მესისთან ახლოსაც არაა. ლეო 10-ინია, რონალდუ კი - 3 ქულით ნაკლები.

მესის დონეს ვერავინ მიაღწევს, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი მეგობარია. ამას ვხედავ. როდესაც მესისთან ერთად ხარ, ის შთაბეჭდილებას ახდენს შენზე, როგორ სწრაფად აკონტროლებს ბურთს.

ყველამ ვიცით, რომ მესი უნიკალურია. არავინაა ისეთი, ვინც მას გაუტოლდებოდა. მესის ნომრით მაისურის ტარება რაღაც განსაკუთრებულია", - აცხადებს აგუერო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.