ემერიმ სამწვრთნელო კარიერაში "ბარსელონა" პირველად დაამარცხა

ემერიმ სამწვრთნელო კარიერაში "ბარსელონა" პირველად დაამარცხა

"ბარსელონამ" "სევილიასთან" გამართული ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრა წააგო (2-1), რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიურ კლუბთან უნაი ემერის უიღბლო სერია დასრულდა.

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კატალონიელების დამარცხება პირველად შეძლო. მან ამის გაკეთება 21-ე მცდელობაზე მოახერხა. აქამდე მას 4 გუნდით "ბარსასთან" 20 შეხვედრაში 14-ჯერ წაუგია, 6-ჯერ კი ფრე უთამაშია.

აღსანიშნავია ისიც, რომ "სევილიამ" "ბარსელონა" ბოლო 13 მატჩში პირველად დაამარცხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.