ლუის ენრიკე: "სუარესი გადამწყვეტ როლს ასრულებს"

ლუის ენრიკე: "სუარესი გადამწყვეტ როლს ასრულებს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდის ურუგვაელ ფორვარდზე, ლუის სუარესზე ისაუბრა.

"როდესაც სუარესმა "ბარსელონაში" პირველი მატჩი ჩაატარა ხალხი მას ეჭვის თვალით უყურებდა. ეს "ბარსელონაში" ნორმალური მოვლენაა. ის ძალიან კარგ დონეზე იყო მანამდეც კი, სანამ "ბარსელონაში" გადმოვიდოდა, რისი დამტკიცებაც სტატისტიკითაც შესაძლებელია. სუარესი გუნდში გადამწყვეტ როლს ასრულებს არა მარტო, როგორც ფეხბურთელი, არამედ მისი ხასიათითაც." – ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.