პელე: "სუარესის ქცევა უარესი იყო, ვიდრე კოსტასი"

პელე: "სუარესის ქცევა უარესი იყო, ვიდრე კოსტასი"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ შეაქო ლონდონის "ჩელსიში" მოთამაშე დიეგო კოსტა, რომელმაც "არსენალთან" მატჩში არასპორტული საქციელის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

"კოსტა - ძალიან კარგი მოთამაშეა, ამის შესახებ ყველამ იცის. ეს იყო ერთ-ერთ ეპიზოდი. რაც შეეხება ლუის სუარესის ქცევას, სადაც მან ჯორჯო კიელინის უკბინა, მეტად უარესი შემთხვევა იყო, ვიდრე კოსტას ეპიდოზი." - პელეს სიტყვებს Marca ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოსტამ უხეშად ითამაშა ლორან კოშელნის წინააღმდეგ, რასაც ფეხბურთელებს შორის სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. საბოლოოდ ყველაფერი მეთოფეების მცველის, გაბრიელის მოედნიდან გაძევებით დასრულდა. თუმცა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დიეგო კოსტას საქმე ხელახლა შეისწავლა და ესპანელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.