Marca: FIFA-ს უარი "ბარსელონას"

Marca: FIFA-ს უარი "ბარსელონას"

მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FIFA-მ "ბარსელონას" არდა თურანის იანვრამდე დარეგისტრირების უფლება არ მისცა.

ცოტა ხნის წინ, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ მძიმე ტრავმა მიიღო. ესპანეთში მოქმედი წესები კატალონიურ კლუბს მისი სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლების უფლებას არასატრანსფერო პერიოდშიც აძლევს. "ბარსას" ხელმძღვანელობამ ფეხბურთის ფედერაციასა და FIFA-ს რაფინიას არდა თურანით ჩანაცვლება მოსთხოვა. თუ ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, FIFA-მ კატალონიელებს ამის ნება არ მისცა.

ამ ეტაპისთვის უცნობია, რა გახდა FIFA-ს უარის მიზეზი. საქმე ისაა, რომ "ბარსელონასთვის" დაწესებულ სატრანსფერო შეზღუდვას ვადა 31 აგვისტოს გაუვიდა და ამ ეტაპზე კატალონიური კლუბის მიმართ არანაირი სანქცია არ მოქმედებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.