რაფინიას შემცვლელი - ვარსკვლავი "დორტმუნდიდან"

რაფინიას შემცვლელი - ვარსკვლავი "დორტმუნდიდან"

ბრიტანული მასმედია იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ დაიწყო რაფინია ალკანტარას შემცვლელის ძებნა, რომელმაც წინა მატჩში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რომში მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა. თუ ექიმების პროგნოზს დავუჯერებთ, 22 წლის ნახევარმცველის ამ სეზონზე მოედანზე გასვლა ნაკლებად სავარაუდოა.

"ბარსას" სამწვრთნელო შტაბს კი ფეხბურთელად, რომელიც რაფინიას ადეკვატურად შეცვლას მოახერხებს, დორტმუნდის "ბორუსიას" 24 წლის ნახევარმცველი, ილკაი გიუნდოგანი წარმოუდგენია, რომლის მიმართაც ბლაუგრანა ინტერესს წინა ზაფხულსაც იჩენდა.

მოსალოდნელია, რომ მალე მხარეები დაიწყებენ მოლაპარაკებას და დიდი შანსით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.